ვახტანგ სალიას სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა | Transfermarkt
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელის ვახტანგ სალიას სატრანსფერო ღირებულება 750 000 ევრო იყო და გაორმაგდა, ამჟამად კი Transfermarkt-ის მონაცემებით მისი ფასი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ჯერჯერობით მისი კარიერის მაქსიმუმია. 19 წლის შემტევი დინამო თბილისიდან ბრიტანულ კლუბში 2025 წლის დასაწყისში გადავიდა და მას შემდეგ ასაკობრივებში ასპარეზობს, ხოლო ერთხელაც ჰალის წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ნიუკასლის განაცხადშიც კი მოხვდა.
ვახტანგ სალიამ მიმდინარე სეზონის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ვახტანგ სალიას სატრანსფერო ღირებულება | Transfermarkt
დინამო თბილისის მაისური 19 წლის შემტევმა 57-ჯერ მოირგო და 8 გოლი, 4 ასისტი მიითვალა.
ვახტანგ სალიას საქართველოს ნაკრების 3 ასაკობრივში უთამაშია U17, U19 და U21, ამ დროის განმავლობაში მან 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.