Belive

ვახო ბედოშვილი: "აქ ადაპტაცია უფრო მარტივი იქნება, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ კლუბში"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის შემტევი - ვახო ბედოშვილი, კარიერას რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში გააგრძელებს.

21 წლის ქართველმა შემტევმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2028 წლის ბოლომდე დარჩება.

"მიხარია, რომ ნიჟნი ნოვგოროდთან კონტრაქტი გავაფორმე. აქ ბევრი ჩემი ნათესავი ცხოვრობს და ადაპტაცია უფრო მარტივი იქნება ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ კლუბში. რუსულ პრემიერ ლიგაში ბევრ ქართველს უთამაშია — ბოლო მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც აქ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და შემდეგ ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ფეხბურთში." - ვახო ბედოშვილი

შეგახსენებთ, რომ ბედოშვილმა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პოლონურ კლუბთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა გაფრენის წინ, მან თავად გადაწყვიტა, რომ იქ აღარ უნდა წასულიყო და კარიერის გაგრძელება რუსეთში არჩია.

სხვა სტატიები