Belive

უცნობი ისტორია: რონალდუ მაგუაიერისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას ითხოვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 ოქროს ბურთის მფლობელის, კრიშტიანუ რონალდუს და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაძაბული ურთიერთობა, რომელიც საბოლოოდ მხარეთა გზების გაყოფით დასრულდა, სათავეს 2021 წლიდან იღებს, როცა "წითლებს" გერმანელი სპეციალისტი, რალფ რანგნიკი ხელმძღვანელობდა.

როგორც ირკვევა, საქმე ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ აწ უკვე 64 წლის სპეციალისტს 2021 წელს სთხოვა, რომ ჰარი მაგუაიერისთვის კაპიტნის სამკლაური ჩამოერთმია და მისთვის გადაეცა, რაზეც გერმანელისგან უარი მიიღო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაგუაიერმა კაპიტნის სამკლაური კლუბში ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მისვლის შემდეგაც შეინარჩუნა, 

საბოლოო ჯამში, 2022 წლის ბოლოს 38 წლის თავდამსხმელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, 2023 წლის იანვარში კი საუდის არაბეთის პრო ლიგის წარმომადგენელ "ალ-ნასრის" ფეხბურთელი გახდა.

ახალი კლუბის შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუმ უკვე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები