ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიოოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა.
საინტერესოა, რომ ამ მარცხის შემდეგ, თურქეთის ნაკრები ანტი-რეკორდის მფლობელი გახდა. საქმე ისაა, რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ტურნირზე მონაწილეობის ხუთი შემთხვევიდადანხუთივეშიგახსნითი მატჩი წააგო.
აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის ნაკრებმა პირველად მოახერხა და პირველ ტურში სამი გოლი გაიტანა, რის მერეც თურქეთის ნაკრებთან მერვე მატჩი მოიგო და ჩატარებული 12-დან არცერთში არ დამარცხებულა.
ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰდემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩიროიმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.