Belive

უსიამოვნო შემთხვევა - ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავარიაში მოჰყვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა, სასტუმროსაკენ მიმავალ გზაზე კი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. სტუმრები დასაბინავებლად 2 ავტობუსით მიემგზავრებოდნენ, როდესაც ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა არასწორი მანევრი გააკეთა და ბულგარეთის ნაკრების მეორე ავტობუსს დაეჯახა. მძიმედ დაშავდა სტუმართა ნახევარმცველი, პლოვდივის "ბოტევის" ფეხბურთელი - ტოდორ ნედელევი, ის წინ მიმავალი ავტობუსის უკანა სავარძელზე იჯდა, სადაც შეჯახება ყველაზე ძლიერი იყო. ნედელევს თავის ქალა აქვს გატეხილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საფრთხე არ ემუქრება. ნედელევი სასწრაფო დანიშნულების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბულგარული მედიის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდში შოკური ვითარებაა, მაგრამ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებთა მატჩის გადადების საკითხი არ განიხილება.

 

სხვა სტატიები