Belive

უშანსო მარცხი ევრო 2027-ის საკვალიფიკაციოზე - საბერძნეთმა თბილისშიც გვაჯობა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანნზე, საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. სხვათაშორის, ამ გუნდების პირველი მატჩიც, რომელიც საბერძნეთში გაიმართა, მასპინძლებმა იმავე ანგარიშით მოიგეს.

ბერძნები მატჩს სრულად აკონტროლებდნენ და პირველი ტაიმი ალენისა და ბაკულასის გოლებით მოიგეს. მატჩის 65-ე წუთზე, საბოლოო ანგარიში პნევმონიდისმა დააფიქსირა. ამის შემდეგაც, ბერძნებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა.

დღევანდელ მატჩში, ჩვენს 21-წლამდელებს, გიორგი ადამია წვრთნიდა (რამაზ სვანაძის ასისტენტი - რამაზ სვანაძე მთავარი ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა). ნაკრების 3-მა დებიუტანტმა: ალექსანდრე ფეიქრიშვილმა, გიორგი ჩუბინიძემ და თორნიკე კვარაცხელიამ მატჩში მონაწილეობა მიიღეს (ცვლილებიდან შევიდნენ).

გერმანია და საბერძნეთი ჩვენს ჯგუფს 21/21 ქულით ლიდერობენ. ჩვენს ნაკრებს 9 ქულა აქვს და მეოთხეზეა. დარჩენილი ორი შეხვედრის ჩატარება 1-ელ და 6 ოქტომბერს, სტუმრად, ჩრდილოეთ ირლანდიისა და გერმანიის წინააღმდეგ მოგვიწევს.

სხვა სტატიები