Belive

ურუგვაის ნაკრებში არეულობაა - კაპიტნის მეთაურობით მწვრთნელს შეუტიეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაის პრესის ცნობით, ეროვნულ ნაკრებში ატმოსფერო რთულია და კაპიტანი განსაკუთრებულად "ჭირვეულია". „ის კაპიტნობისთვის არ არის შექმნილი“, - განაცხადა მარიო სარალეგიმ (ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი) ადგილობრივ რადიოში ფედე ვალვერდეზე საუბრისას.

ESPN-ის ცნობით, ვალვერდე, როშე, უგარტე და ბენტანკური შეხვდნენ მარსელო ბიელსას, რათა ეთქვათ, რომ მისი სამწვრთნელო სტილი არ მოსწონთ. ისინი თვლიან, რომ მენეჯერი ფეხბურთელებზე ზედმეტ ზეწოლას ახდენს და ესპანეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე თამაშს ითხოვენ.

ეს სიტუაცია უცხო არ არის ფედე ვალვერდესთვის, რომელმაც ვინისიუსის მსგავსად, ამ სეზონის დასაწყისში, ხაბი ალონსოს წინააღმდეგაც წამოიწყო აჯანყება, რაც ალონსოს გათავისუფლებით დასრულდა.

ვალვერდემ საკლუბო სეზონიც სკანდალით დაასრულა - მასსა და ჩუამენის შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, ურუგვაელს, წარბთან, რამდენიმე ნაკერი დასჭირდა.

სხვა სტატიები