Belive

ურუგვაის და არგენტინის ნაკრებებმა ყატარში 1, 800 კილო ხორცი წაიღეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 900-900 კილო ხორცი წაიღეს, რათა მათ მოთამაშეებსა და თანამშრომლებს საკუთარი თავი სახლში ეგრძნოთ.

ურუგვაის საფეხბურთოს ნაკრებისთვის ხორცის მიწოდებაზე, სპეციალურად ქვეყნის ხორცის ეროვნულმა ინსტიტუტმა, INAC-მ იზრუნა.

არგენტინა და ურუგვაი მსოფლიოში ხორცის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის არიან. მათ ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძად ასადო ითვლება. აღნიშნული საჭმელი სხვადასხვა სახის ხორცისა და სოსისისგან, გრილზე მზადდება.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში საუდის არაბეთის, მექსიკისა და პოლონეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ურუგვაის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნაკრები 2022 წლის მუნდიალის H ჯგუფში განას, სამხრეთ კორეისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. სამხრეთელები პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები