ურუგვაელმა ფორვარდმა სანტიაგო გარსიამ 30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
" სამწუხაროდ, უნდა დავადასტუროთ დღეს სანტიაგო გარსიას შესახებ გამოქვეყნებული ტრაგიკული ფაქტი. გთხოვთ, ამ ამბის მიმართ სათანადო პატივისცემა გამოიჩინოთ". " მთელი კლუბი უზომოდ დამწუხრებულია ამ ამბის გამო და სანტიაგოს ოჯახს და ახლობლებს თანადგომას უცხადებს".სანტიაგო გარსია კარიერის მანძილზე რამდენიმე კლუბში თამაშობდა, მათ შორის: "ნასიონალში", "ქასიმფაშაში", "რივერ პლეიტში" (მონტევიდო), მისი ბოლო კლუბი "გოდოი კრუზი" იყო. 2011 წელს გარსია 23 გატანილი გოლით ურუგვაის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2017-18 წლების სეზონში კი სანტიაგომ არგენტინის ჩემპიონატში 17 გოლის გატანა შეძლო.