ურუგვაელი ფეხბურთელი მოედანზე მიღებული გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა
ურუგვაელი ფეხბურთელი, ხუან ისკიერდო, 27 წლის ასაკში, თამაშის დროს მიღებული გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ისკიერდო ურუგვაის "ნასიონალში" თამაშობდა და მისთვის საბედისწერო მატჩი 22 აგვისტოს, კოპა ლიბერტადორესის შეხვედრაში, ბრაზილიური "სან პაულოს" წინააღმდეგ შედგა. ფეხბურთელი მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, 84-ე წუთზე კი გულის შეტევა დაემართა და მინდორზე უგონოდ დაეცა.
Esse vídeo é loucura, o cara começa a se desequilibrar dnd e os outros jogadores já ficam apavorados.
— ᴘᴀɴᴄᴀxx ҂ (@pancadaxxx) August 28, 2024
Forças para o Juan Izquierdo e todos seus familiares. pic.twitter.com/CM0Cn5dKv0
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ის მალევე გადაიყვანა სან პაულოს კლინიკაში, მას გული მოედანზევე გაუჩერდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი საავადმყოფოში ხელოვნურ მართვაზე იმყოფებოდა, თუმცა 27 აგვისტოს გვიან ღამით ნასიონალმა ფეხბურთელის გარდაცვალება დაადასტურა.
Con el más profundo dolor e impacto en nuestros corazones, el Club Nacional de Football comunica el fallecimiento de nuestro querido jugador Juan Izquierdo.
— Nacional (@Nacional) August 28, 2024
Expresamos nuestras más sinceras condolencias a su familia, amigos, colegas y allegados.
Todo Nacional está de luto por… pic.twitter.com/mYU28mqw6m