Belive

"უფრო მეტად რომ გაგვმართლებოდა, ოთხი ან მეტი ქულა უნდა აგვეღო" - გიორგი აბურჯანია წლის პირველ სანაკრებო პაუზას აფასებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა.
"ჯვაროსნების" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა გიორგი აბურჯანიამ, რომელმაც მე-15 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების და ესპანური "კარტახენას" ნახევარმცველმა მატჩი და წლის პირველი სანაკრებო პაუზა შეაფასა. ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება. პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად, რომ გაგვმართლებოდა ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან თამაში ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევდა", - თქვა 26 წლის ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები