Belive

უპამეკანო: "არანაირი მესი, დემბელესთან თამაში უფრო გამიჭირდა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა - დაიო უპამეკანომ, მის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქის შესახებ ისაუბრა.

ფრანგმა მცველმა "Bein Sport"-ის ეთერში საკმაოდ საინტერესო მეტოქე დაასახელა.

"კარიერის განმავლობაში არაერთ ფეხბურთის ვარსკვლავთან მითამაშია, თუმცა ყველაზე მეტად უსმან დემბელეს აყვანა და შეჩერება გამიჭირდა. ის ძალიან სხარტი და საშიში ფეხბურთელია, თუ სისწრაფეს ისე აკრეფს, როგორც მას სურს, მისი შეჩერება წარმოუდგენელია".

fbl-eur-nations-fra-training-scaled-2

ჟურნალისტმა ფრანგ ფეხბურთელს შეახსენა, რომ მუნდიალის ფინალში მან მესის წინააღმდეგ ითამაშა.

"ვიცი და ამ ფაქტით ვამაყობ, რომ მესის წინააღმდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე ვითამაშე. არ ვიცი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არანაირი მესი, დემბელესთან თამაში ბევრად უფრო გამიჭირდა ვიდრე მესისთან. თუ ამაში ვინმე შემომედავება, გადახედეთ მუნდიალის ფინალს და ნახეთ თუ როგორ ვეთამაშე მას".

2M42GFD

სხვა სტატიები