Belive

უოტფორდის მწვრთნელმა პოსტი დატოვა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

უოტფორდის ბოლოდროინდელი ჩავარდნის ფონზე, ესპანელმა სპეციალისტმა, ხავი გრასიამ, გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კონტრაქტის შეწყვეტა მწვრთნელმა თავად მოითხოვა და უოტფორდმაც დააკმაყოფილა.

კლუბი მწუხარებითა და იმედგაცრუებით ადასტურებს ხავი გრასიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომას.

ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ხავი იყო შესაფერისი ადამიანი კლუბის დაწინაურებისკენ სწრაფვისთვის, მაგრამ ხავი გრძნობდა, რომ მას აღარ ჰქონდა მოტივაცია და არ იყო შესაფერისი ადამიანი ახალგაზრდა მოთამაშეების ამ საინტერესო ჯგუფის მწვრთნელობის გასაგრძელებლად.

ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ ვიღებთ მის სურვილს, დატოვოს უოტფორდი. - ვკითხულობთ უოტფორდის განცხადებაში

სამშაბათს, ჰალ სიტის წინააღმდეგ, გუნდს მოედანზე ჩარლი დენიელსი, დენ გოსლინგი და ადრიან მარიაპა გაიყვანენ, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი დაიწყება.

გიორგი ჩაკვეტაძეს, მიმდინარე სეზონში, მწვრთნელი უკვე მეორედ შეეცვალა - წინა წლის ოქტომბრამდე უოტფორდს პაულო პეცოლანო წვრთნიდა, 8 ოქტომბრიდან კი გუნდი ხავი გრასიამ ჩაიბარა.

სხვა სტატიები