უნგრეთის 14-წლამდელთა ლიგაში ჩემპიონი გახდა გუნდი, რომელსაც ბოლო ტურში 42 გოლით მოგება სჭირდებოდა
უნგრეთის 14-წლამდე ფეხბურთელთა ლიგის ბოლო ტურში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა - ჩემპიონი გახდა გუნდი, რომელსაც ბოლო, მე-18 ტურში, უშუალო კონკურენტზე გადასასწრებლად, 42-ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა.
,,კერეკეძჰაზას'' 14-წლამდელთა გუნდმა ,,პალმონოსტორას'' 43:1 მოუგო და მეორეადგილოსან ,,მიკლოში გიფეს'' ბურთების უკეთესი შეფარდებით აჯობა.

ჩემპიონმა გუნდმა პირველ ტაიმში 23:1 იმარჯვა, მეორეში კი - 20:0. უნგრული მედიის ცნობით, მე-60 წუთზე ,,კერეკეძჰაზას'' ფეხბურთელებმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. 11-11 გოლი 2 ფეხბურთელის ანგარიშზე იყო, 1-მა კი 10 გოლის გატანა შეძლო.
,,კერეკეძჰაზამ'' საბოლოოდ 43 ქულა მოაგროვა, 148 გოლი გაიტანა და 16 გაუშვა, ,,მიკლოში გიდემ'' კი ჩემპიონატი 141 გატანილი და 10 გაშვებული გოლით დაასრულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ საეჭვო შედეგის გამო გამოძიება დაიწყო.
