Belive

უნგრეთის თასი: ხარაიშვილის დებიუტი, ბერიძის, ზივზივაძის, ქავთარაძის და ლაკვეხელიანის გუნდები 1/4-ფინალში გავიდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 თებერვალს უნგრეთის თასის მერვედფინალურ ეტაპის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. "უიპეშტმა" სტუმრად, "პუშკაშის" აკადემიას - 2:1 მოუგო. გამარჯვებული გუნდის ძირითად შემაგდენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა გიორგი ბერიძემ, რომელმაც 84-ე წუთზე გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა და 4 წუთის შემდეგ მოედანი დატოვა. ეს 23 წლის თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონში მერვე გოლი იყო, მის აქტივში ასევე 2 საგოლე გადაცემაა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ფერენვცაროში" საშინაო კედლებში, "ფეჰერვართან" - 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა გიორგი ხარაიშვილს, რომელიც თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ლაშა დვალი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რაც შეეხება სტუმრებს, ტრადიციულად, მათ სასტარტო თერთმეტეულში იყო ბუდუ ზივზივაძე და მოედანი მეორე დამატებულ წუთზე დატოვა. "მეზოკოვეშდმა" ორი უპასუხო გოლი გაუტანა "დიოშგიორს" და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. ნოდარ ქავთარაძე სათადარიგოთა სკამზე იყო, ლუკა ლაკვეხელიანს კი მძიმე ტრავმა აწუხებს და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე თამაშს ვერ მოახერხებს.

სხვა სტატიები