Belive

"უნდა შევეგუოთ, რომ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა" - მიკელ არტეტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალის” დაპირისპირება შედგა. “ეტიჰადზე” გამართული საჩემპიონო მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

"მანჩესტერ სიტის" გამარჯვებაში ლომის წილი კევინ დე ბრუინემ დაიდო, რომელმაც 2 გატანილ გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

"ლივერპულთან", "ვესტ ჰემთან" და "საუთჰემპტონთან" ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ, "არსენალი" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა, რის შემდეგაც ჩრდილო ლონდონური კლუბის საჩემპიონო ამბიციები ეჭვქვეშ დადგა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა იმედგაცრუება ვერ დამალა - მიკელ არტეტა აღნიშნავს, რომ უკეთესმა გუნდა გაიმარჯვა.

"უნდა შევეგუოთ, რომ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. ისინი ჩვენზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ - განსაკუთრებით პირველ ტაიმში დომინირებდნენ. თითოეული ბურთისთვის თაგანწირვით იბრძოდნენ.

უამრავ დუელში დავმარცხდით და ღია სივრცეებში დაცვაში თამაში გვიწევდა იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ, რომლებიც ასეთ სიტუაციებში მეტოქეს შანსს არ უტოვებენ. სვლა უნდა განვაგრძოთ. სულელები ვიქნებით, თუ ამ მარცხს მომდევნო მატჩების შედეგზე გავლენის უფლებას მივცემთ. რთულია, მაგრამ მოგვიწევს შევეგუოთ იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით", - მიკელ არტეტა.

სხვა სტატიები