Belive

უნაი სიმონმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ავსტრია 3:0 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

ფურია როხას დომინანტური პერფორმანსის პარალელურად, უნაი სიმონმა გოლი კვლავ არ გაუშვა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა. 29 წლის სიმონი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 525 წუთის განმავლობაში კარის მშრალად შენახვა შეძლო.

როგორც აღვნიშნეთ უნაი სიმონს 525 წუთია, რაც მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი არ გაუშვია და ამ მაჩვენებლით ლეგენდარული ვალტერ ძენგას რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც იტალიელი კიპერი 1990 წლიდან ფლობდა. ძენგამ გოლის გაუშვებლად 517 წუთი ითამაშა.

ტოპ 5 საუკეთესო შედეგი

  • უნაი სიმონი (ესპანეთი) - 525 წუთი

  • ვალტერ ძენგა (იტალია) - 517 წუთი

  • პიტერ შილტონი (ინგლისი) - 500 წუთი

  • იკერ კასილასი (ესპანეთი) - 476 წუთი

  • სეპ მაიერი (გერმანია) - 442 წუთი