უნაი სიმონი: "მხოლოდ ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ ოქროს ხელთათმანი მოვიგე"
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ თავმდაბალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ტურნირის ოქროს ხელთათმანის მოპოვება მხოლოდ მისი დამსახურება არ არის.
"ჩემს ხელებს ნამდვილად არ დასჭირვებიათ ისე მძიმედ ან ისე ბევრი მუშაობა, როგორც სხვა მეკარეებისას.
მთელი ტურნირის განმავლობაში ნატარებ ყველა ხელთათმანს ლაპარაკი რომ შეძლებოდათ, იტყოდნენ, რომ ისე თავდაუზოგავად შრომა არ დასჭირვებიათ, როგორც სხვა მეკარეების აღჭურვილობას.
ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, ის, რომ ყველა ამ გამარჯვების მოპოვება და კარის უსაფრთხოდ შენახვა შევძელით", - ამბობს უნაი სიმონი.
ესპანეთმა 2026 წლის მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა ბელგიის ნაკრებისგან მეოთხედფინალში (2:1). უნაი სიმონმა 650 წუთის განმავლობაში კარის მშრალად შენახვის შემდეგ მუნდიალების ისტორიის რეკორდი დაამყარა.