Belive

უნაი ემერი პლანეტის საუკეთესო მეკარეზე: "შეცდომები ყველას მოსდის"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ემილიანო მარტინესმა ნოტინგემ ფორესტისა და ასტონ ვილას მატჩში (2-0), მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და "დიდი წვლილი" შეიტანა საკუთარი გუნდის მარცხში. ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

მაშინ, როცა ასტონ ვილა უკვე აგებდა მინიმალური სხვაობით, ორელ მანგალამ შორი დისტანციიდან გაისროლა და არგენტინელმა მეკარემ მოახერხა ბურთის მოგერიება, თუმცა სიტუაციაში ვერ გაერკვა, თამაშს გამოეთიშა და მოგერიებული ბურთი კარში მაინც შევარდა. მარტინესის შეცდომას გუნდის მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი გამოეხმაურა და საკუთარი მეკარე დაიცვა.

ჩვენ ადამიანები ვართ და შეგვიძლია შეცდომები დავუშვათ. ფეხბურთელებს არასდროს ვსჯი შეცდომების გამო, რადგან მსურს, ყველა მათგანი თავდაჯერებული იყოს. რა თქმა უნდა, როცა სხვა გუნდებს ვუპირისპირდებით, მათზე უკეთესი უნდა ვიყოთ, მაგრამ ყურადღებას არ ვამახვილებთ ინდივიდუალურ შეცდომებზე და ეს არ ეხება მხოლოდ ემილიანოს. - უნაი ემერი

სხვა სტატიები