Belive

უნაი ემერი ასტონ ვილას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი ,,ასტონ ვილას'' მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბირმინგემულმა გუნდმა ,,ვილიარეალს'', სადაც ემერი მუშაობდა, სპეციალისტის გამოსასყიდი თანხა, 6 მილიონი ევრო გადაუხადა. თავად მწვრთნელი კი ახალ კლუბში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.

,,ასტონ ვილა'' პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ, 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა. ,,ლომებმა'' რამდენიმე დღის წინ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივენ ჯერარდი გაათავისუფლეს.

უნაი ემერის პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს - ესპანელი 2018-2019 წლებში ,,არსენალს'' წვრთნიდა და ,,მეთოფეები'' ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.


სხვა სტატიები