Belive

უმტიტი ბარსელონაზე: ,,4 წელი ციხეში გავატარე''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მცველმა, სამუელ უმტიტიმ, რომელიც მიმდინარე სეზონს არენდით ,,ლეჩეში'' ატარებს, კატალონიურ გუნდში თამაში ციხეს შეადარა:

,,ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, იყო მეგრძნო, რომ მაფასებდნენ და პატივს მცემდნენ. კატალონიაში გატარებული ოთხი წელი ციხეს ჰგავდა, არა მხოლოდ სპორტული გაგებით, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

თავიდან თავს დაფასებულად ვგრძნობდი და კარგ დონეზეც ვთამაშობდი. შემდეგ კი მივხვდი, რომ ჩემი აღარავის სჯეროდა.

,,ლეჩე'' ჩემთვის გამოწვევა იყო. ვიცი, რომ აქ დაქვეითებისგან თავის დაღწევა ჩემპიონობის ტოლფასია. სალენტოში სახეზე ღიმილი დამიბრუნდა, რისთვისაც ამ კლუბის მადლობელი ვარ,'' - განაცხადა უმტიტიმ.

მიმდინარე სეზონში უმტიტიმ ,,ლეჩეს'' მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი სერია A-ს 36 ტურის შემდეგ 33 ქულით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები