Belive

უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ფეხბურთის წესებში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ივნისიდან ფეხბურთის წესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება.

ჯარიმა:  თუ ჯარიმის დარტყმისას ცოცხალ კედელში მინიმუმ 3 ფეხბურთელი დადგება, შემტევი გუნდის ფეხბურთელს კედელთან მიახლოვება მხოლოდ 1 მეტრამდე შეეძლება. მსაჯს შეეძლება, რომ სწრაფად გათამაშებული ჯარიმა არ გააჩეროს და წესების დამრღვევი ფეხბურთელი შემდეგ პაუზაზე დასაჯოს.

პენალტი:  თერთმეთმეტრიანის შესრულებისას მეკარისთვის კარის ხაზზე 1 ფეხის დადგმაც დასაშვები იქნება.

კარიდან დარტყმა:  კარიდან დარტყმისას ფეხბურთელს ბურთთან შეხება იმ შემთხვევაშიც შეეძლება, თუ ბურთს საჯარიმო არ ექნება გადაკვეთილი.

 ხელით თამაში:  გოლის ხელით გატანა დაისჯება, თუნდაც ეს არაგანზრახ მოხდეს. თუ მოთამაშე წონასწორობას დაკარგავს, დაეცემა და ბურთს ხელით დაიჭერს, არბიტრს მისი დასჯაც მოუწევს.  

სხვა სტატიები