Belive

უმძიმესი შეჯახება ძელთან - ნოტინგემის ფეხბურთელი ხელოვნურ კომაშია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნოტინგემ ფორესტის" ფეხბურთელი, ტაივო ავონიი "ლესტერთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო, სასწრაფო ოპერაციის შემდეგ, ხელოვნურ კომაშია. ავონი სწრაფ კონტრშეტევაში გარბოდა, რა დროსაც, ბურთზე თამაშის მცდელობისას, ძელს შეეჯახა.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა ინტენსიური სამედიცინო დახმარება მოედანზევე მიიღო. ეს სწორედ ის თამაშია, რომლის შემდეგაც, ნოტინგემის მფლობელი ევანგელოს მარინაკისი სტადიონზე ჩავიდა და მწვრთნელ ნუნო ესპირიტო სანტოსთან იკამათა.

Daily Mail იუწყება, რომ ავონი ამჟამად ხელოვნურ კომაშია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პირველადი ნიშნები მიუთითებს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და 27 წლის ფეხბურთელი ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია.

სხვა სტატიები