Belive

ულტრასებმა სპალეტის გატაცებული ავტომობილის ნაწილები დაუბრუნეს

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ულტრასებმა დადებული პირობა შეასრულეს და ლუჩიანო სპალეტის გატაცებული ავტომობილის ნაწილები დაუბრუნეს.

33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა - ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ლუჩიანო სპალეტი გახლავთ, რომელმაც სკუდეტოს მოგების შემდეგ დაადასტურა, რომ გუნდიდან მიდის.

შესაძლოა "პარტენოპეის" გულშემატკივრები ღელავენ მთავარი მწვრთნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაგრამ 2021 წელს რადიკალურად განსხვავებული ვითრება სუფევდა. სპალეტის მოღვაწეობით უკმაყოფილო ულტრასებმა მისი ავტომობილი (Fiat Panda) გაიტაცეს და იტალიელ სპეციალისტს წერილი დაუტოვეს: "სპალეტი, Panda-ს მაშინ დაგიბრუნებთ, როდესაც გუნდიდან წახვალ".

2021 წელს, სპალეტიმ ულტრასების ულტიმატუმი არ მიიღო, გუნდში დარჩა და განაცხადა, რომ "ნაპოლი" სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 2 წლის შემდეგ კი ნეაპოლიტანურ გუნდს ნანატრი ტიტული მოაგებინა. გამომდინარე იქიდან, რომ სპალეტის წასვლა ოფიციალურად დადასტურდა, ულტრასებმა გარიგების საკუთარი პირობების შესრულება გადაწყვიტეს და იტალიელ სპეციალისტს Castel Volturno-ს ცენტრში ესტუმრნენ. ულტრასების ჯგუფს სახეზე ნიღბები ეკეთათ და სპალეტის ყუთი გადასცეს, რომელშიც ავტომობილის საჭესთან ერთად, რამდენიმე CD-დისკიც იდო. სპალეტი გულშემატკივრების ხუმრობამ განსაკუთრებით გაახალისა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გატაცებულ Fiat Panda-ს მალევე მიაგნეს. გატაცებული ავტომობილი "ნაპოლის" ულტრასების სხვა ჯგუფმა აღმოაჩინა და სპალეტის მისი ადგილმდებარეობა შეატყობინა.

სხვა სტატიები