Belive

უკვე ოფიციალურად - დანი ალვეში ბარსელონას ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონაში" ლეგენდარული ფეხბურთელი დაბრუნდა - დანი ალვეში 5-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ კატალონიური გუნდის მაისურს მოირგებს. "ბარსელონამ" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ტრანსფერი ახლახანს ოფიციალურად დაადასტურა. აქვე გეტყვით, რომ დანი ალვეში "ბლაუგრანას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" დატოვების შემდეგ ალვეში "იუვენტუსში" გადავიდა. 2019 წელს ის "პსჟ"-ს შეუერთდა, გასული სეზონის დასაწყისში კი ევროპა დატოვა და მშობლიურ "სან-პაულოში" დაბრუნდა. დანი ალვეშს კატალონიურ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 3 ტიტული აქვს მოგებული. გარდა ამისა, ის 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 4-4-ჯერ კი თასისა და სუპერთასის გამარჯვებული. 38 წლის ფეხბრთელი "ბარსელონაში" თამაშისას UEFA-ს სუპერთასს 3-ჯერ დაეუფლა.

სხვა სტატიები