Belive

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი 23 აგვისტოს განახლდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის სპორტის მინისტრის, ვადიმ გუტცაიტის, განცხადებით, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება:
,,უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი სახელმწიფო დროშის დღეს, 23 აგვისტოს განახლდება. ტურნირის ორგანიზებისა და ჩატარების პროცედურა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ პოლიციასთან ერთად შევათანხმეთ. სანამ დეტალებს ვაზუსტებთ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მატჩები უკრაინის ტერიტორიაზე, მაყურებლის გარეშე, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ჩატარდება. უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატის გაგრძელება, ისევე როგორც სხვა შეჯიბრებების, ძალიან მნიშვნელოვანია,'' - წერს გუტცაიტი სოციალურ ქსელში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი 26 აპრილს, 18 ტურის შემდეგ შეწყდა.

სხვა სტატიები