Belive

უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია: "შოტლანდიასთან აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პაველკომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის გადადებულ მატჩზე ისაუბრა. უკრაინელებს თავიანთი შეხვედრა შოტლანდიასთან ელით.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი მოემზადოს როგორც შოტლანდიასთან მატჩისთვის, ასევე შემდეგი თამაშითვის. მანამდე ჩვენ უკვე შევთანხმდით, თუ როგორ დავაკვირდებოდით ჩვენს ფეხბურთელებს - სად იქნებოდნენ ისინი, სად და როგორ ივარჯიშებდნენ, ასევე, რა სახის დახმარება იქნებოდა საჭირო. ვგეგმავთ, რომ ივნისში შოტლანდიასთან ვითამაშოთ. ახლა ჩვენი გუნდი უნდა მოემზადოს და ივნისში აუცილებლად იბრძოლოს. მწვრთნელს მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - დაგეგმოს მომზადების პროცესი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის“, - განაცხადა პაველკომ.
შეგასხენებთ, რომ რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინა-შოტლანდიის შეხვედრა ივნისისთვის გადაიდო. წყვილში გამარჯვებული ფინალურ თამაშს უელსთან გამართავს.

სხვა სტატიები