Belive

უკრაინის ნაკრები სლოვენიაში შეიკრიბა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრები ომის დაწყების შემდეგ პირველად შეიკრიბა. ოლექსანდრ პეტრაკოვის გუნდმა მზადება ფეხბურთელთა შეზღუდული რაოდენობით დაიწყო.
"ჯერჯერობით, სრულფასოვან ვარჯიშებზე საუბარი რთულია, რადგან გუნდში 11 ფეხბურთელია. მათგან ერთ-ერთს, მიხაილ მუდრიკს გამოკვლევა უტარდება, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების ექიმები დაადგენენ დისკომფორტის მიზეზს. ნახევარმცველი "შახტარის" მიერ, ჰაიდუკის "სპლიტთან" ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში დაშავდა," - ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
გეტყვით, რომ უკრაინელები შემდეგ მატჩს 11 მაისს, "მიუნხენგლადბახთან" გამართავენ. 1-ელ ივნისს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შოტლანდიას შეხვდება.

სხვა სტატიები