Belive

უკრაინაში დაბომბვას საფეხბურთო სტადიონი ემსხვერპლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიას ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან ერთად, ისტორიული ინფრასტრუქტურაც ეწირება. უკრაინული სპორტული მედიის ინფორმაციით, ჩერნიგოვში, რომელიც სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, საფეხბურთო კლუბ "დესნას" სტადიონის ნაწილი განადგურდა. სტადიონი, რომელიც ცნობილი საბჭოთა ასტრონავტის, იური გაგარინის სახელს ატარებს, დაზიანებულია. კერძოდ, მისი აღმოსავლეთ ტრიბუნა საარტილერიო დაბომბვის შედეგად განადგურდა. რეგიონის მთავარი სპორტული ობიექტი 1936 წელს გაიხსნა და მისი ტევადობა 11 000 მაყურებელზეა გათვლილი.

 

სხვა სტატიები