Belive

უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული მედიის ინფორმაციით, უკრაინა 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

theguardian.com-ის ცნობით, უკრაინელებმა 8 წლის შემდეგ გასამართი მუნდიალისთვის მასპინძლობის შესახებ განაცხადი FIFA-ში უკვე გააგზავნეს და ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საჯარო 5 ოქტომბერს უნდა გახდეს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნომინანტთა შორის სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან ურუგვაი, არგენტინა, პარაგვაი და ჩილე ერთობლივად, ევროპიდან პორტუგალია და ესპანეთი ერთობლივად და აფრიკიდან მაროკო არიან წარმოდგენილნი.

საინტერესოა ის გარემოება, რომ 2030 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება, პირველი გათამაშება კი ურუგვაიში ჩატარდა და ადგილობრივმა ნაკრებმა ფინალში არგენტინა - 4:2 დაამარცხა.

სხვა სტატიები