Belive

უიღბლო მამა-შვილი და რონალდუს თამაშის საყურებლად გადახდილი 3000 ფუნტი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
43 წლის კრის ბრომმა 3000 ფუნტზე მეტი გადაიხადა იმისათვის, რომ მის შვილს კრიშტიანუ რონალდუს თამაში ცოცხლად ენახა, თუმცა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სამივე მატჩი გამოტოვა. მიუხედავად იმედგაცრუებისა 43 წლის კრისი და 12 წლის ზაკი იმედს არ კარგავენ, რომ ერთ დღეს კვლავ აღმოჩნდებიან სტადიონზე და მათ თვალწინ კრიშტიანუ რონალდუ გოლის გატანას შეძლებს. ყველაფერი 2020 წელს დაიწყო, როდესაც კრისმა შვილისთვის ოცნების ახდენა გადაწყვიტა. ინგლისელები ტურინში გაემგზავრნენ, რათა "იუვენტუსის" მატჩს დასწრებოდნენ და კრიშტიანუ რონალდუს თამაში ენახათ. "ბიანკონერის" სამწვრთნელო შტაბმა იმ შეხვედრაში რონალდუს დასვენება გადაწყვიტა - მამა-შვილის მოგზაურობა კი დაახლოებით £1,550 დაჯდა. კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, შვილისათვის ოცნების ახდენა შედარებით გამარტივდა, თუმცა კრის ბრომმა კვლავ არახელსაყრელი დრო შეარჩია. მანჩესტერულ დერბიზე დასწრებას ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი ოცნებობს - კრისმა "ეტიჰადზე" გამართული მატჩის ბილეთები იმ იმედით შეიძინა, რომ ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ნახვას შეძლებდნენ, თუმცა კვლავ შეცდა! "სიტიმ" "იუნაიტედი" 4:1 დაამარცხა, რონალდუმ კი აღნიშნული დაპირისპირება ტრავმის გამო გამოტოვა. მანჩესტერსი წარუმატებელი გასეირნება მამა-შვილს £1500 დაუჯდა. მესამე წარუმატებლობა პრემიერ ლიგის 31-ე ტურის შეხვედრის დროს მოხდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლესტერის" დაპირისპირებას კრისი და ზაკი მოუთმენლად ელოდნენ - "ოლდ ტრაფორდზე" მისული მამა-შვილი უღიმღამო მატჩის მომსწრე გახდნენ, რომელიც 1:1 დასრულდა და რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს კვლავ არ უთამაშია. "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა - რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ რონალდუმ მატჩი იმის გამო გამოტოვა, რომ გაციების მსგავსი სიმპტომები ჰქონდა.
"ზაკს დავპირდი, რომ რონალდუს თამაშის საყურებლად აუცილებლად წავიყვან - ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს დანაპირებს ოდესმე აუცილებლად შევუსრულებ", - აღნიშნა კრის ბრომმა. 
 

სხვა სტატიები