Belive

უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

36 წლის მეკარე ,,ლურჯების'' ღირსებას 2008 წლიდან იცავდა და ეროვნულ გუნდში სულ 145 მატჩი (ყველაზე მეტი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში) აქვს ჩატარებული.

,,ყოველთვის ვამბობდი, რომ საფრანგეთის ნაკრები ერთ ადამიანს არ ეკუთვნის. მირჩევნია, წავიდე მწვერვალზე ყოფნისას, ვიდრე ტემპის დაგდებას დაველოდო. ასევე, არის ოჯახიც, ვგრძნობ, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად მეტი დროის გატარება მჭირდება,'' - თქვა ლორისმა L'Equipe-თან ინტერვიუში.

ლორისმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2022 წელს კი მუნდიალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფრანგი მეკარე, ასევე, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი და ერთა ლიგის გამარჯვებულია.

სხვა სტატიები