Belive

უეფას პრეზიდენტი კრისტიან ერიქსენის მდგომარეობას გამოეხმაურა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა, კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ და ევრო 2020-ს მეორე სათამაშო დღეს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
"მსგავს მომენტებს ცხოვრებაში ყველაფერი პერსპექტივაში გადააქვს. კრისტიანს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვლოცულობ, რომ მის ოჯახს ძალა და რწმენა ჰქონდეს. ასეთ დროს საფეხბურთო ოჯახის ერთიანობა განსაკუთრებით ძლიერია. გავიგე, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს მღეროდნენ. ფეხბურთი მშვენიერია და კრისტიანი მას ლამაზად თამაშობს", - განაცხადა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა.
უეფას და დანიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ერიქსენი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში დანია – ფინეთი, 42-ე წუთზე ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა გულის შეტევა მიიღო.

სხვა სტატიები