Belive

უეფამ დაადასტურა: საქართველო-ბელარუსის მატჩის თარიღი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი საბჭოს ხელმღვანელმა ჯორჯო მარკეტიმ საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების თარიღები დაასახელა. Ცნობილია უეფას ერთა ლიგის დასკვნითი პლეი-ოფების ჩატარების თარიღი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. D დივიზიონის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება. Რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, ჯვაროსნების გამარჯვების შემთხვევაში ის თბილისში, 12 ოქტომბერს შედგება და საქართველოს ნაკრები კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს უმასპინძლებს. Შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს უნდა გამართულიყო და შეხვედრაზე დასასწრები 55 ათასი ბილეთი ერთი თვით ადრე გაიყიდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი გადაიდო.

სხვა სტატიები