Belive

უემბლისთან მომხდარი ინციდენტის დროს ჰარი მაგუაირის მამა მძიმედ დაშავდა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, ჰარი მაგუაირმა თქვა, რომ, ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დაწყებამდე, უემბლის სტადიონთან მომხდარი ინციდენტის დროს, როცა ინგლისელი გუ;შემატკივარი სამართალდაცმეველებს დაუპირისპირდა და სტადიონზე უბილეთოდ შეჭრა მოახერხა, ფეხბურთელის ოჯახის წევრები მძიმედ დაშავდნენ. როგორც გაირკვა, 28 წლის ფეხბურთელის მამას ნეკნები ჰქონდა გატეხილი და სუნთქვა უჭირდა.
No description available.
"მამაჩემი სტიქიურ უბედურებაში მოხვდა. მასთან ძალიან ბევრი არ მილაპარაკია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილები მატჩებზე არ დადიან. ეს საშინელი იყო და არ მსურს ვინმემ ფეხბურთის მატჩის დროს ასეთი რამ განიცადოს.  მე ბევრი ვიდეო ვნახე და მამას და ჩემს ოჯახს ვესაუბრე. ყველაზე მეტად სწორედ მამაჩემი და ჩემი აგენტი დაშავდნენ. ნეკნების ტკივილის გამო მას სუნთქვა უჭირდა, მაგრამ ის არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც დიდი ხმაურით გამოირჩევა - მას ამან შეუწყო ხელი. იმედი მაქვს, რომ ამის სწავლა შეგვიძლია და დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება. მამა ყოველთვის მხარში მედგება და თამაშებზე ივლის, მაგრამ ცოტა უფრო მეტად მოერიდება ყველა გარშემომყოფს. ისწავლეთ ამ ფაქტისგან. ყველაფერი შეიძლება უარესად ყოფილიყო. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება", - თქვა ინგლისელმა ფეხბურთელმა The Sun-თან საუბრისას.
FA promise full review into 'unprecedented level of public disorder' after  Euros final chaos at Wembley | Evening Standard
მაგუაირმა The Sun- ს ასევე უთხრა, რომ მას სურს, სოციალური მედიის კომპანიებმა მეტი გააკეთონ სიძულვილის ენის მოსაგერიებლად, მას შემდეგ, რაც მის სამ თანაგუნდელს, მარკუს რაშფორდს, ჯეიდონ სანჩოს და ბუკაიო საკას პენალტების არაზუსტად შესრულების შემდეგ, ინტერნეტში შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი სცენები, რომელიც 11 ივლისს ფინალური მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, კამერებმა დააფიქსირეს, რაც სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა. ლონდონის პოლიციამ თქვა, რომ საბოლოო ჯამში თითქმის 50 ადმიანი დააპატიმრეს და 19 ოფიცერი დაშავდა აგრესიულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებთან დაპირისპირების დროს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, "უემბლიზე" ქაოტური სიტუაციის შექმნის გამო, უეფამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 11 ივლისს, ლონდონში, “უემბლიზე” გამართულ შეხვედრაში, ინგლისის და იტალიის ნაკრებებმა ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დაასრულეს, პენალტების სერიაში, “სკუადრა აძურამ” – 3:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.

სხვა სტატიები