Belive

უელსი, მუნდიალის შემდეგ, სახელის შეცვლას გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უელსის ეროვნული საფეხბურთო გუნდი, სახელის შეცვლას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ამის შესახებ უეფას უკვე მიმართეს.

Daily Mail-ის მიხედვით, ყატარის ჩემიონატი იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ბრიტანელებს უელსის სახელით მოიხსენიებენ. უელსის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს თავიანთ ნაკრებს "Cymru" უწოდოს. ეს უელსური სიტყვაა, რომლითაც უელსელები საკუთარ ქვეყანას იხსენიებენ. ამ სახელს ქვეყნის შეგნით აქტიურად იყენებენ, თუმცა, ისინი ცდილობენ, რომ იფიციალურად, უკვე დარაჩენმა მსოფლიომაც ასე მოიხსენიონ უელსი.

ინტერნეტში გავრცელებული ჭორების მიხედვით, უეფაში უკვე შედგა არაფორმალური შეხვედრები, რომლის მიხედვითაც უელსი სახელს შეიცვლის, თუმცა მსგავსი საკითხები ოფიციალური პირების გარეშე არ წყდება.

"გუნდს Cymru უნდა ერქვას, ჩვენ სწორედ ასე ვუწოდებთ მას. უელსელები საკუთარ ეროვნულ გუნდებს, როგორც Cymru-ს ისე მოიხსენიებენ. გადახედეთ ჩვენს ვებ-საიტებს და ნახავთ, რომ ეს ასეა. საერთაშორისო თვალსაზრისით ვგრძნობთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ამ საკითხზე. მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც უელსი ისე მივემგზავრებით, მაგრამ ვფიქრობ, 2023 წელი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ Cymru-დ მოგვიხსენიებენ." - თქვა FAW-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ მუნიმ

001271f2-1600

64 წლის შემდეგ, უელსის ნაკრები პირველად იღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. რობ პეიჯის გუნდი B ჯგუფში ინგლისთან, ირანთან და აშშ-სთან ერთად იასპარეზებს. ისინი ტურნირს 21 ნოემბერს, აშშ-სთან მატჩით გახსნიან.

სხვა სტატიები