Belive

უელსი - დანია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
26 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს უელსისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: უელსის ნაკრები: უორდი - რობერტსი, მეფამი, როდონი, დევისი - ალენი, მორელი - ჯეიმსი, რემსი, ბეილი - მური (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: რობერტ ფეიჯი. დანიის ნაკრები: შმეიხელი - კრისტენსენი, კიაერი, ვესტეგორი - სტრიგერი, დელეინი, ჰოიბიერგი, მაელე - დამსგაარდი, ბრაითვეითი დოლბერგი (3-4-3). მთავარი მწვრთნელი: კასპერ ჰულმანდი. შეხვედრა ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, "იოჰან კრუიფ არენაზე" გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები