უეინ რუნი: "საკუთარი თანაგუნდელი თვეების განმავლობაში არ მელაპარაკებოდა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის პირველ ტურში, ცენტრალური დაპირისპირება მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს შორის შედგა. ამ მატჩის შეფასებისას, უეინ რუნიმ საინტერესო ამბავი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ადრე ასეთ მატჩებს გაცილებით დიდი ხიბლი ჰქონდათ.
ეს არსენალისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. თუ მოიგებდნენ, მათთვის 50-ე წაუგებელი მატჩი იქნებოდა. ჩვენ ისინი 2:0 დავამარცხეთ და კემპბელი ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. ჩვენ შევხვდით (სანაკრებო მატჩის დროს) და სოლს ხმა არ ამოუღია. ხანდახან მივდიოდი და ვეუბნებოდი: 'მოდი, კაცო, აქ ინგლისის სახელით ვთამაშობთ'.
ის მაინც არ მეკარებოდა და ასე დიდხანს გაგრძელდა, კემპბელი მიიჩნევდა, რომ არსენალთან შეხვედრაში მე ტყუილად წავიქეცი და პენალტი ამის გამო დაინიშნა. - იხსენებს უეინ რუნი
2000-იან წლებში ეს დაპირისპირება დიდ ვნებათა ღელვას იწვევდა. არსენალმა პრემიერ ლიგა დაუმარცხებლად მოიგო (2003-2004 წლების სეზონი), მომავალ სეზონში კი მათი 49-მატჩიანი წაუგებელი სერია სწორედ მანჩესტერთან შეწყდა.
შეხვედრის ბოლო წუთზე რუნი მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა და პენალტი დაინიშნა, მსაჯმა სოლ კემპბელი დააჯარიმა.