უეინ რუნი: "მაგუაიერს ყველა დასცინოდა, ახლა მანჩესტერის მხსნელია - ის ძლიერი ადამიანია"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-8 ტურში, ლივერპულმა საკუთარ კედლებში მანჩესტერ იუნაიტედთან 1:2 წააგო. მატჩში გამარჯვების გოლი, 32 წლის ინგლისელმა მცველმა - ჰარი მაგუაიერმა გაიტანა.
მაგუაიერის შესახებ, ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა - უეინ რუნიმ ისაუბრა.
'ჰარი მაგუაიერმა ლივერპულის წინააღმდეგ აჩვენა, თუ რატომ უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მატჩების მოგება შეუძლია.
მე ვერ შევძლებდი იმის ატანას, რაც მან გადაიტანა, ის ყველასთვის დაცინვის საგანი იყო, ინგლისის პარლამენტშიც კი მას დასცინოდნენ. ეს ბულინგი იყო. ჰარი ძალიან ძლიერი ადამიანია, უდიდესი პატივისცემა მას ჩემგან..." - უეინ რუნი
შეგახსენებთ, რომ ჰარი მაგუაიერი 'წითელი ეშმაკების' ფეხბურთელი 2019/2020 წლების სეზონიდანაა, რა პერიოდშიც მან 254 თამაში ჩაატარა, საიდანაც 17-ჯერ გოლის გატანა, ხოლო 9-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
32 წლის ინგლისელი მცველი, ეროვნულ ნაკრებში 2017 წლიდან ირიცხება, სადაც 64 თამაში ჩაატარა.