უეფას გადაწყვეტილების გამო, ტორპედო განთესილის ნაცვლად, განუთესავი იქნება
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო განთესილ გუნდებს შორის იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც UE სანტა კოლომამ (ანდორა) უეფასგან ლიცენზია ვერ მიიღო, ეს გუნდი ჩაანაცვლა FC სანტა კოლომამ, რომელსაც ქართულ კლუბზე მაღალი კოეფიციენტი აქვს.
შედეგად, ტორპედომ განთესილი გუნდებიდან განუთესავ გუნდებს შორის გადაინაცვლა და შეიცვალა მისი სავარაუდო მეტოქეებიც:
RFS - ლატვია
ასტანა - ყაზახეთი
შკენდია - ჩრდილოეთ მაკედონია
ბალკანი - კოსოვო
ჟალგირისი - ლიეტუვა
პიუნიკი - სომხეთი
ლინფილდი - ჩრდილოეთ ირლანდია
ჰამრუნი - მალტა
მილსამი - მოლდოვა
ლევადია - ესტონეთი
პაიდე - ესტონეთი
დიფერდანჟი - ლუქსემბურგი
დინამო მინსკი - ბელარუსი
ვლაზნია - ალბანეთი
ვიკინგური - ფარერის კუნძულები
ლა ფიორიტა - სან მარინო
ზირა - აზერბაიჯანი
ბატე - ბელარუსი
დეჩიჩი - მონტენეგრო
სარაევო - ბოსნია
სანტა კოლომა - ანდორა
ატლეტიკ ესკალდესი - ანდორა
ალაშკერტი - სომხეთი
სენტ-ჟოზეფსი - გიბრალტარი
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს გაიმართება.
განთესილ კლუბებს შორის არიან გორის დილა და დინამო თბილისი.
Bad news for 🇬🇪 Georgia!
— Football Meets Data (@fmeetsdata) June 3, 2026
📉 🇬🇪 Torpedo Kutaisi now UNSEEDED in 🟢 UECL Q1!
🇦🇩 UE Santa Coloma didn't get a UEFA licence and is replaced by 🇦🇩 FC Santa Coloma who has a higher coefficient than 🇬🇪 Torpedo!
ALSO
⛔️ 🇦🇿 Turan Tovuz are kicked out of Europe for match-fixing!
So… pic.twitter.com/XA3hRGohsE