Belive

UEFA-ს პასუხი: "ეს გადაწყვეტილება სუპერ ლიგის დამტკიცებას არ ნიშნავს"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა.

განაჩენის მიხედვით დადგინდა, რომ UEFA და FIFA თავის მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, რის გამოც სუპერლიგის შექმნის იდეასთან დაკავშირებული წესდება არასამართლიანია. კონკრეტულად, წესდება თავისუფალი კონკურენციის კანონთან თანასწორობაში ვერ მოდის.

"უეფა აკეთებს განცხადებას ევროპის სუპერლიგის საქმეზე მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ე.წ. "სუპერ ლიგის" დამტკიცებას ან დადასტურებას. ეს უფრო მეტად ხაზს უსვამს უეფას წინასწარი ავტორიზაციის ჩარჩოში არსებულ ხარვეზს, ტექნიკურ ასპექტს, რომელიც უკვე აღიარებული და განხილულია 2022 წლის ივნისში. უეფა დარწმუნებულია მისი ახალი წესების სიმტკიცეში და კონკრეტულად იმაში, რომ ისინი შეესაბამება ყველა შესაბამის ევროპულ კანონს და რეგულაციას.

უეფა მტკიცედ რჩება ევროპული საფეხბურთო პირამიდის დაცვის ვალდებულების გარანტად და უზრუნველყოფს, რომ ის კვლავ ემსახუროს საზოგადოების ფართო ინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის სპორტული მოდელის კოლექტიურად ჩამოყალიბებას ეროვნული ასოციაციებით, ლიგებით, კლუბებით, გულშემატკივრებით, მოთამაშეებით, მწვრთნელებით, ევროკავშირის ინსტიტუტებით, მთავრობებით და პარტნიორებით.

ჩვენ გვჯერა, რომ სოლიდარობაზე დაფუძნებული ევროპული საფეხბურთო პირამიდა, რომელიც გულშემატკივრებმა და ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოაცხადა შეუცვლელ მოდელად, დაცული იქნება დაშლის საფრთხისგან ევროპული და ეროვნული კანონებით", - წერს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ასევე, დამატებითი ინფორმაციისთვის უეფამ 21 დეკემბრის დღის ბოლომდე მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია დანიშნა.

სხვა სტატიები