Belive

UEFA-მ ჟოზე მოურინიოს ბრალი წაუყენა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-მ "რომას" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ბრალი წაუყენა. საქმე ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ, მსაჯების შეურაცხყოფას ეხება.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ რა სასჯელს დააკისრებს უეფა პორტუგალიელ მწვრთნელს, თუმცა გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

წაგებული ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ, მოურინიო ავტოსადგომზე ენტონი ტეილორს დაუპირისპირდა და მის გადაწყვეტილებებს სამარცხვიონო უწოდა.

ინგლისელი არბიტრის ქმედებებმა რომაელი გულშემატკივარი ძალიან განარისხა. როდესაც ტეილორი ოჯახთან ერთად ბუდაპეშტის აეროპორტიდან მიფრინავდა, იქ "რომას" გულშემატკივრებთან მოუწია დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი ოთხშაბათს შედგა, სადაც "სევილიამ" "რომა: პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნული ტიტულს მეშვიდედ დაეუფლა.

სხვა სტატიები