Belive

UEFA-მ უკრაიანაში მოთამაშე ფეხბურთელებს ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება მისცა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მიმდინარე წლის გათამაშების რეგულაციების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამიერიდან, კლუბებს უფლება აქვთ დაარეგისტრირონ მაქსიმუმ ორი ახალი მოთამაშე, რომელთაც ევროტურნირებზე თამაშის უფლება ექნებათ.
„უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის გამო არსებული გაურკვევლობისა და ჰუმანიტარული კრიზის გამო, FIFA-ს საბჭომ 2022 წლის 7 და 16 მარტს, UEFA-სა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთანა კონსულტაციებით, გადაწყვიტა შეცვალოს რეგულაციები მოთამაშის სტატუსისა და ტრანსფერების შესახებ," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით შეტანილი დებულებით, გუნდებს შეეძლებათ განაცხადი ისეთი მოთამაშეებით შეავსონ, რომლებიც ადრე უკრაინის ფეხბურთის ფედერაციისა და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაში იყვნენ რეგისტრირებულნი და ომის გამო, კონტრაქტის შეჩერების უფლებით ისარგებლეს.  

სხვა სტატიები