Belive

უდინეზეს მდგომარეობა უარესდება - დავიდ ალაბა ტრავმირებულია

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

უდინეზეს ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა ტრავმირებულია და მომდევნო ტურის შეხვედრას მილანის წინააღმდეგ დიდი ალბათობით გამოტოვებს, ინფორმაციას Skysport-ის ჟურნალისტი და სატრანსფერტო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით 34 წლის გამოცდილმა მცველმა მარჯვენა წვივის კუნთი დაიზიანა და რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, მისი მდგომარეობა კი ყოველკვირეულად შეფასდება, რათა თვალყური ადევნონ დაზიანების დინამიკას და განსაზღვრონ გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო.

ეს ტრავმა კიდევ უფრო ართულებს კოსტა რუნიაიჩის გუნდის მდგომარეობას, რადგან უდინეზე ბოლო შეხვედრაში ლეჩესთან საკუთარ არენაზე 0:3 დამარცხდა, ზოგადად სატურნირო ცხრილს რაც შეეხება იტალიური კლუბი სერია A-ში 4 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება (1 მოგება, 1 ფრე, 5 მარცხი).

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია, რადგან მათ დავიდ ალაბას გარდა ძანიოლოს, გეიესა და ბაიოს გარეშეც უწევთ თამაში.

დავიდ ალაბამ რეალ მადრიდი მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა, უდინეზეში კი სულ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა ტორინოსთან მოედანზე შეცვლაზე (72-ე წუთზე) შევიდა, ხოლო ლეჩესთან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შეცვალეს.

უდინეზე მომდევნო შეხვედრას როგორც უკვე გითხარით მილანის წინააღმდეგ გამართავს, აღნიშნული მატჩი 25 ოქტომბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები