უდიდესი მიღწევა პირველივე სეზონში - მბაპე მადრიდის რეალის ისტორიაში შევიდა
კილიან მბაპემ "რეალ მადრიდის" ისტორია თავის სადებიუტო სეზონშივე გადაწერა. საქმე ისაა, რომ ბლანკოსის ისტორიის სადებიუტო სეზონში, არავის გაუტანია იმაზე მეტი გოლი, ვიდრე მბაპეს.
ფრანგმა 37-ე, 38-ე და 39-ე გოლები კვირას, ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართულ „ელ კლასიკოში“ გაიტანა. აქედან ორი პირველ 14 წუთში და სწორედ 38-ე გოლი აღმოჩნდა სარეკორდო.
მბაპემ მარტივად აჯობა რუდ ვან ნისტელროისა და კრიშტიანუ რონალდუს (ორივემ 33 გოლი სადებიუტო სეზონებში), ხოლო გუშინ უკან ივან სამორანო მოიტოვა, რომელმაც 1992-93 წლებში (45 თამაში) 37 გოლი გაიტანა.
მბაპემ გასულ სეზონში, „პარი სენ-ჟერმენი“ საუკეთესო ბომბარდირად დატოვა. მან ყველა ტურნირზე 44 გოლი გაიტანა და ამის გამეორება ახლაც შეუძლია. ლა ლიგის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ფრანგს 27 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლევანდოვსკის 2 გოლით უსწრებს.