Belive

უდიდესი დანაკლისი - სივასპორი ბათუმში 7 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"სივასპორმა" დღეს დაასახელა იმ 19 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც ბათუმში, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის გაემგზავრება. თურქული გუნდის დანაკლისი ახლა უკვე საკმაოდ დიდია. "დინამო ბათუმისთვის" ცნობილი იყო, რომ "სივასპორს" გუნდის საუკეთეთი ბომბარდირი, მაქს გრადელი დააკლდებოდა. 33 წლის ნახევარმცველი კოტ დივუარის ნაკრებთან ერთად ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ შევიტყვეთ, რომ "სივასპორს" ძირითადი შემადგენლობის კიდევ ორი ფეხბურთელი, მარჯვენა მცველი აჰმეთ ოგუზი და მარცხება ვუნგერი, პედრო ენრიკე გამოაკლდა. საერთო ჯამში, "დინამო ბათუმის" მეტოქე "ბათუმი არენაზე" სასტარტო შემადგენლობის 7 ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს.

სხვა სტატიები