Belive

უჩა სოსიაშვილმა წყალტუბოს სამგურალი დატოვა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წყალტუბოს "სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და ახალგაზრდა სპეციასლისტს სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა. უჩა სოსიაშვილთან ერთად, იმერული კლუბი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, თამაზ სამხარაძემაც დატოვა. საქართველოს ეროვნული ლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ, "სამგურალი" 6 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს. სოსიაშვილმა "სამგურალი" 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა, როცა გუნდი რანგით მესამე ლიგაში გამოდიოდა და პირველივე შესაძლებლობისთანავე ეროვნულ ლიგაში აღზევებაში დაეხმარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2020 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც პენალტების სერიაში "გაგრასთან" დამარცხდა. საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყების შემდეგ, გუნდი უკვე მეორე მწვრთნელმა დატოვა. ცოტა ხნის წინ, "საბურთალოს" ლევან კორღალიძე დაემშვიდობა. ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაიბარებს "სამგურალს", თუმცა Live.ge-ს ინფორმაციით ეს შესაძლოა სოსო ფრუიძე ან კახა ჩხეტიანი იყოს.

სხვა სტატიები