Belive

უარი ალ-ჰილალს - დემბელე პარი სენ-ჟერმენში რჩება

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის ალ-ჰილალს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში უსმან დემბელეს დამატება სურდა. ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ფრანგმა ვარსკვლავმა ალ-ჰილალის შეთავაზება უარყო და არაბული კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ პარი სენ-ჟერმენში დარჩენა სურს და ამ ეტაპზე წასვლას არ განიხილავს. 

ამავე ჟურნალისტის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ახლა კონცენტრირებულია პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ახალი შეთანხმების გაფორმება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.

ალ-ჰილალს დემბელე ფლანგის გასაძლიერებლად მთავარ სამიზნედ ჰყავდა შერჩეული. ეს პირადად სიმონე ინძაგის მოთხოვნა იყო. იტალიელ სპეციალისტს ახალი სეზონის დაწყებამდე მსოფლიო დონის ფეხბურთელის დამატება სურს. 

დემბელეს ტრანსფერი ჩაშლის შემდეგ, ალ-ჰილალი ალტერნატიული ვარიანტების ძიებას გააგრძელებს. მთავარი კანდიდატი ევერტონის სენეგალელი ფეხბურთელი ილიმან ნდიაიეა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

ალ ჰილალმა უკვე დაიმატა ნიდერლანდელი კრისნესიო სამერვილი, თუმცა თავდამსხმელის ძიება ჯერ არ დასრულებულა. კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად ცდილობს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი შემტევი ფეხბურთელი გაიფორმოს. 

სხვა სტატიები