Belive

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. აღნიშნული ტურნირი იმ გარემოებითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ურთულეს ჯგუფშია, სადაც ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება. ახალგაზრდული ევროპირველობის დაწყებამდე, ახალგაზრდული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დასახელდა.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადებიან და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

სხვა სტატიები