U19 | საქართველომ პრინციპულ მატჩში გაიმარჯვა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში სლოვაკეთს დაუპირისპირდა. თბილისში გამართული პრინციპული მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მესამე და გადამწყვეტ მატჩს, რომლის შედეგზეც ფინალურ ეტაპზე გასვლა იქნება დამოკიდებული 25 მარტს გამართავს. "მიხეილ მესხი 2"-ზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და მონტენეგროს დაპირისპირება შედგება.
შეგახსენებთ, ელიტ რაუნდის მატჩები თბილისში იმართება - საქართველო პირველ მატჩში პოლონეთთან დამარცხდა. მეორე დაპირისპირებაში საქართველომ სლოვაკეთს სძლია, ხოლო მესამე შეხვედრა მონტენეგროს წინააღმდეგ შედგება.
ფოტო: ეროვნული ნაკრები